მექსიკასთან საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობისთვის პენტაგონმა 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების სპეცსამსახური ავრცელებს.
„თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ნება დართო აშშ-ს არმიის საინჟინრო ჯარების სარდალს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამის დაგეგმარება და განხორციელება დაიწყოს. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება იუმასა და ელ-პასოში საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის ბარიერის ასაშენებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს საშუალება აქვს, მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხები კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.