LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex-ის მეშვეობით მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

135
yandex (1)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია „Yandex.Go“-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მედიის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ექნება. გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს Yandex-ის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ექნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g