LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა, მას ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი შეცვლის

231
petre

პეტრე ცაავა, რომელიც ამ დრომდე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი იყო, სიდონის გადაწყვეტილებით შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.

პატრიარქის შესაბამისი ბრძანებაში წერია, რომ ის წმინდა სინოდის წევრობიდანაც გათავისუფლდა. 

"შეხვედრამდე სამოთხეში" - მეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა (ვიდეო)

მის ნაცვლა ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.

მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს, ის მეუფე გრიგოლი იქნება, რომელიც ეპარქიის რეზიდენციაში უკვე მივიდა.

ის პეტრე ცაავასა და ეპარქიის სასულიერო პირებს შეხვდება.

როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო აღელვებულია და ახლა მთავარია დამშვიდება.

მესამე წელია, მეუფე პეტრესთან იყო საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა მოითხოვოს. გუშინ მომხდარზე ყველას გული სტკივა. მთელი საქართველო აღელვებულია. მე ვარ ექიმი და ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როდესაც ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც, დავმშვიდდეთ“, – ამბობს მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g