მამა პეტრე კოლხმა და დათო არჩვაძემ კიდევ ერთხელ იმუშავეს ერთად. სამაჩაბლოზე დაწერილი სიმღერის ტექსტის ავტორი სწორედ სასულიერო პირია. დავით არჩვაძემ კი მელოდია შექმნა.
მამა პეტრე კოლხი დავით არჩვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ასე, ოთხი-ხუთი საათისკენ გამეღვიძა, წერილი და ხმოვანი დამხვდა.
ჯერ წერილი წავიკითხე, მერე ხმას მოვუსმინე…
მერე სამჯერ მოვუსმინე, ოთხჯერ, ათჯერ… მერე რას დამეძინებოდა…
მერე ვიტირე, ვილოცე, სამაჩაბლოში ვიმოგზაურე… ლარგვისი, იკორთა, ნიქოში, მთელი ქსნის და ლიახვის ხეობა მოვიარე… თან აგყევი, თან ვერ აგყევი… ხმას ცრემლი მიფარავდა…
მოვლენებს ვერ დავასწრებ, კედელზე ვერ დავდებ…
დაველოდები სატელევიზიო პრემიერას…
სიმღერა სამაჩაბლოზე სიმღერა არა, საგალობელია…
ჰოდა, კიდევ ბევრჯერ მინდა შენმა წერილმა უთენია გამაღვიძოს და ბევრჯერ საოცრებები მომასმენონოს…
დათო არჩვაძე, კვლავ ჯვარს ეცვი ქართლის ველო, ოღონდ აღდგეს საქართველო!..“