LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკასოს ნახატი 139 მილიონ დოლარად გაიყიდა

201
063-1660841233-654ca3d320a88857995676

პიკასოს ნახარი 139 მილიონ დოლარად გაიყიდა და გახდა ხელოვანის რიგით მეორე ტილო, რომელიც აუქციონზე ასე ძვირად შეაფასეს.

ნახატი სახელად „ქალი საათით“ Sotheby’s აუქციონზე შეიძინეს და თუკი ზუსტები ვიქნებით, მასში 139 მილიონ 364 ათასი დოლარი გადაიხადეს. ინფორმაციას აუქციონის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ტილოზე პიკასოს შეყვარებული მარია-ტერეზა ვალტერი მექანიკური საათითაა გამოსახული.

1968 წლიდან ეს ნახატი ამერიკელი ემილი ფიშერ-ლანდაუს პირად კოლექციაში ინახებოდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი „ქალი საათით“ ნიუ-იორკში ემილის ბინაში ბუხრის თავზე ეკიდა. 2023 წელს ლანდაუ 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Sotheby’s-იმ მისი კოლექციის ნაწილის გაყიდვის უფლება მოიპოვა და 120 ნამუშევარი 400 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები