LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკე: იუვენტუსისა და რეალის მატჩის დროს ჯანლუიჯი ბუფონის მაისური მეცვა

111

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ ”ბლაუგრანას” მთავარ კონკურენტზე, მადრიდის “რეალზე” ისაუბრა.

28 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის “სამეფო კლუბს” ვერასდროს უსურვებს წარმატებას და მისი მარცხი ყოველთვის გაახარებს.

“რეალი” “ბარსელონას” მთავარი კონკურენტია და წარმატებას ვერასდროს ვუსურვებ. პირიქით, ყოველთვის ყველაზე ცუდ შედეგს ვუსურვებ მათ.

მაგალითად, “იუვენტუსისა” და “რეალის” მატჩის დროს ჯანლუიჯი ბუფონის მაისური მეცვა და მთელი გულით ვგულშემატკივრობდი იტალიელებს.

ცხადია, “ბერნაბეუზე” მისტვენენ, რადგან მათი გუნდის კონკურენტ გუნდში ვთამაშობ. სიმართლე გითხრათ, ეს არ მადარდებს და მადრიდელი ქომაგის სტვენა ყურში ტკბილი მუსიკის მსგავსად მხვდება.”- განაცხადა პიკემ.