ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი გამზირი – პასეო დე გრასია – გრაფიტით გალამაზდა: ნახატზე ჟერარ პიკე და სერხიო რამოსი ერთმანეთს კოცნიან.
გრაფიტის ავტორია მხატვარი Tvboy, რომელმაც ადრე უკვე შეთავაზა მსგავსი ნამუშევარი – მაშინ ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო „კოცნაობდნენ“.
Tvboy-ის ახალი ნამუშევარი მოწოდებულია ესპანეთსა და კატალონიას შორის დიალოგისკენ, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულ ავტონომიას ითხოვს.
დღეს საღამოს კი, ბარსელონაში ელ კლასიკოა. პიკე „ბარსაშია“, რამოსი „რეალში“, ორივე ერთად კი ესპანეთის ნაკრების დაცვაში მხარდამხარ თამაშობენ.
ბარსელონა vs მადრიდი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.