“მგონი კიდევ ახალი კლინიკების ჩართვაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ პიკში შევდივართ,”- აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი.
როგორც ლელა ტურძელაძემ ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, გაიზარდა პაციენტების რაოდენობა.
მგონი საბოდიშოდ არ გვაქვს საქმე, როცა ასობით გარდაცვლილი არ გვყავს: იმნაძე
“ჯერჯერობით ვყოფნით პაციენტებს. ჩვენ და სხვა კლინიკებიც, ყველანი ჩართულები ვართ. მგონი კიდევ ახალი კლინიკების ჩართვაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ პიკში შევდივართ. მე ასე მგონია, ასე ვფიქრობდი, რომ თვის ბოლოსკენ, მაისის პირველ რიცხვებში პიკი იქნებოდა და მგონი შევდივართ ამ პიკში. 29 პაციენტი იყო გუშინ, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. იმიტომ რომ წინა დღეებში 5-10 პაციენტი იყო და ცოტა გახარებულები ვიყავით, მაგრამ მოვიდა პიკი და გაიზარდა პაციენტების რაოდენობაც. ჯერჯერობით ამას ვუმკლავდებით და თუკი ვეღარ იქნება საკმარისი საწოლები, იმ პაციენტებს, რომლებსაც მარტო დადასტურებული კორონავირუსი აქვთ და მეტი არავითარი სიმპტომი არ აქვთ, ამ პაციენტების სახლში, თვითიზოლაციაში ყოფნა აბსოლუტურად შესაძლებელია. ”- თქვა ტურძელაძემ.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს
