LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტი გასაფრენად მთვრალი მივიდა: უეჭველი დასჯიან

87

Finnair-ის პილოტი სამსახურში ნასვამი მივიდა. “ფინეთის ავიახაზების” ერთ-ერთი კაპიტნის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, კაპიტანი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, ანუ გასაფრენად – ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გამოცხადდა. ამ დროს ლაინერი ჰელსინკის აეროპორტში იმყოფებოდა და კაპიტნის უჩვეულო ქცევა ბორტის სხვა წევრებმა შეამჩნიეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კი მის სისხლში 1,5 პრომილის ოდენობის ალკოჰოლი იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ განცხადება მალევე გაავრცელა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია და დამნაშავე პილოტი აუცილებლად დაისჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები