ავიაკომპანია Aeromexico-ს პილოტმა საყვარელ ქალს ხელი შუა ფრენის დროს სთხოვა. New York Post-ის ინფორმაციით, ამ ჟესტმა მგზავრების აღფრთოვანება გამოიწვია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 9 ათასი მეტრის სიმაღლეზე ყოფნის დროს, პირველ კლასში მყოფმა ნორმა false მიკროფონში თავისი სახელი გაიგონა. მისი შეყვარებული, რომელიც ამ რეისზე პილოტად მუშაობდა, ქალს გრძნობებში გამოუტყდა: „დღეს ბორტზე იმყოფება ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ის ჩემი მეორე პილოტია, სიყვარულში და ცხოვრებაში.“
ამის შემდეგ პილოტი კაბინიდან გამოვიდა და გაოგნებული ნორმასკენ გაემართა. შემდეგ ის ერთ მუხლზე დადგა და შეყვარებულს მთავარი კითხვა დაუსვა – გახდებოდა თუ არა ის მისი ცხოვრების თანამგზავრი. ქალმა კითხვას დადებითად უპასუხა.