LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტმა თვითმფრინავი უკან მოაბრუნა, რადგან ერთ-ერთ მგზავრს აეროპორტში პასპორტი დარჩა

43
Capture

ავიაკომპანია TUI-ს პილოტმა თვითმფრინავი მოაბრუნა, რათა დავიწყებული პასპორტის გამო აეროპორტში დარჩენილი ტურისტი წამოეყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Express ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 38 წლის ადრიან ინსლეის ოჯახური დასვენება ტენერიფეზე, კინაღამ ცუდად დასრულდა, რადგან კაცმა 7 წლის ქალიშვილის პასპორტი დაკარგა. მგზავრს აეროპორტში დაბრუნება მოუხდა, რათა დოკუმენტი დაებრუნებინა. ამ დროს მამაკაცის მშობლები, მეუღლე და კიდევ სამი შვილი საჰაერო ხომალდის ბორტზე ადიოდნენ.

როდესაც ბრიტანელმა დანაკარგის შესახებ აღმოაჩინა, დარწმუნებული იყო, რომ ახალი ბილეთების ყიდვა მოუწევდა, რადგან მისი ლაინერი უკვე ასაფრენ ბილიკზე გადაადგილდებოდა. თუმცა, პილოტმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და ლაინერი უკან მოაბრუნა, რათა ადრიანი და მისი ქალიშვილი წაეყვანა.

ასე რომ, მგზავრებმა ინგლისში დაბრუნება ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შეძლეს.

„გაოგნებული ვიყავი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პილოტი ჩემს წასაყვანად უკან მობრუნდებოდა“, – აღნიშნა მამაკაცმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები