LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას“ – გიორგი რურუა

267
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით“, – ამის შესახებ გიორგი რურუა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ნიკა მელიას.

„ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან გაარკვია რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და,თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა,ოკეანე,რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.

ახლა ჩვენთან რა ხდება, ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები,მერაბიშვილის თამადობით.

პოლიტიკიდან წასული  გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი.

ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში.

პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას.

დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.

აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები.

 

Nika Melia Nika Melia / ნიკა მელია

ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა.მან…

Posted by Giorgi Rurua on ორშაბათი, 16 იანვარი, 2023

 

მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას,ვუსურვებ გამარჯვებას,როგორც შიდა ასევე მომავალ არჩევნებში“, – წერს გიორგი რურუა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. მანამდე კი, 13 იანვრიდან, პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა.

ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g