მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი „ინსტაგრამ“ გვერდზე მის მიმდევრებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს.
ამასთან, ნანუკა ყოველი თვის 19 რიცხვს სიმბოლურად აღნიშნავს. საქმე ისაა, რომ ამ დღეს გაიცნო მან თავისი მეუღლე – ნიკა ნაყოფია.
გამონაკლისი არც 19 ივლისი ყოფილა. მეტიც, მოდელი მეუღლისგან მიღებულ გზავნილს უზიარებს გულშემატკივრებს.
„პირადი ტექსტია, მაგრამ ერთხელ გაზიარებად ღირს.. მიხარია, ბევრი გულშემატკივარი რომ იყრის თავს ჩემს მესიჯებში, ერთხელ მანდაც შეგახედებთ თუ რა სურვილები და ტექსტებია 19 რიცხვთან დაკავშირებით, იცინებთ“, – წერს ნანუკა და მეუღლისგან მიღებული ულამაზესი თაიგულის ფოტოს გვიზიარებს.
ფოტო, ვიდეო: ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე შვილის დედა გახდა – ახალშობილის საზეიმო დახვედრის კადრები
ფოტო, ვიდეო: „მსგავსი ფეხმძიმე არსად მინახავს“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულობის ფოტოებს ასაჯაროებს
ფოტო/ვიდეო: „ჩვენი პირველი „ჰოლივუდური” გადაღება” – რა კადრებს გვიზიარებს ნანუკა გოგიჩაიშვილი


