LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირ ვიტყვი: ეს იქნება ბოლო გაფრთხილება – კალაძე გზების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს აფრთხილებს

172
70134378-2947048431978404-212573492145553408-o

„არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი: ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს“ – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, იმ ორ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევა აქვს და ბოლოჯერ აფრთხილებს.

პრობლემებია გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებსა და ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკში. კახა კალაძემ სამუშაოების მონიტორინგი მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

თბილისის მერის განცხადებით, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ადგილზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდება: „ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები“. მერის განცხადებით, 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე.

კალაძემ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალური ინსპექციის მუშაობასა და სამშენებლო ნარჩენების დაყრის თვალსაზრისით პრობლემებია. მერი ინიციატივით გამოვიდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და ამ კუთხით არსებული ჯარიმები გაიზარდოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g