საბურავების მწარმოებელმა კომპანია Pirelli–მ მოტოკლუბ Benelli–სთან და სათადარიგო ნაწილების მწარმოებელ Malossi–სთან ერთად ბონევილში ერთდროულად ექვსი სისწრაფის რეკორდი დაამყარა. რეკორდის დამყარებაში სამი სკუტერი – Benelli 491 მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი კი 142 კმ/სთ დაფიქსირდა. 50 კუბური სანტიმეტრის კატეგორიაში ორი რეკორდი ინჟინერმა ფაბიო ფაზიმ დაამყარა. ერთ კილომეტრიან და 1,6 კილომეტრიან ტრასებზე, ორივე შემთხვევაში 114,3 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
კიდევ ოთხი რეკორდი დამყარდა 85 და 100 კუბურ სანტიმეტრიანი სკუტერებით, რომლებსაც ყოფილი მრბოლელი, მაურო სანჩინი მართავდა. მან მაქსიმალური 133 და 142 კმ/სთ სიჩქარე აჩვენა. ყველა სკუტერი Pirelli–ის ახალი საბურავებით იყო აღჭურვილი.