LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში ბოდიში – ორწლიანი ლოდინის შემდეგ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

407
BeFunky-collage (1)

პრემიერმინისტრმა ზუგდიდელებს სახანძროს შენობის დიდხანს მშენებლობისთვის ბოდიში მოუხადა. გიოროგი გახარიამ სამეგრელო ზემო-სვანეთის ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.შენობის მშენებლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული და ის შარშან განახლდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული.

ხუთსართულიანი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, ის საქართველოში პირველი სახანძრო-სამაშველო შენობაა,  რომელსაც ვერტმფრენის დასაშვები სივრცეც აქვს. გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო ავტომობილზე.


„პირველ რიგში მინდა, ზუგდიდელებს ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანად მომუშავე ობიექტი, რომელიც დღეს გაიხსნება. აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტიანი ინსტრუმენტი რათა, ვებრძოლოთ ხანძარს და სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა სამაშველო ღონისძიება, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, რადგან  ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის ეს ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში ცოტა უყურადღებოდ იყო, ახლა ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერი დღეს რეგიონის პედაგოგებსაც შეხვდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ.

„გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს. პირველ რიგში ეს არის მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონრებზე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ პროგრესი უნდა იყოს ყოველწლიურად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g