იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 1962 წლის შემდეგ პირველად ნოემბერში თოვლი მოვიდა. მოულოდნელმა ნალექმა საქალაქო ტრანსპორტს პრობლემები შეუქმნა. ჰაერის ტემპერატურა თითქმის 0 გრადუსამდე დაეცა, დეკემბერში ტოკიოში ჰაერი 10-17 გრადუსამდე თბება.
იაპონური მედიის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ტემპერატურა დაეცემოდა.
ტოკიოში, როგორც წესი, იანვარში ან თებერვალში თოვს და მალევე დნება.