57 წლის ბრედ პიტი და 56 წლის სანდრა ბულოკი ეკრანებზე ერთად პირველად გამოჩნდებიან. ოსკაროსანი მსახიობი თავისი ახლო მეგობრის, ჯენიფერ ენისტონის ყოფილ მეუღლეს პარტნიორობას ახალ ტრილერში, „მატარებელი“ გაუწევს.
მძაფრ-სიუჟეტიან ფილმს იაპონელი მწერლის, მარია ბითლის რომანის მიხედვით იღებენ.
ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.