LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ღირებულებამ 50 ათას დოლარს გადააჭარბა

168
untitled-design

ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. პირველად ისტორიაში, Bitcoin-ის ფასმა გუშინდელ ვაჭრობაზე 50 ათას დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტა 5%-ით გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს რეკორდი ბიტკოინმა 14 თებერვალს მოხსნა, როდესაც მისმა ღირებულებამ 48 399 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსები Bitcoin -ის გაძვირებას კრიპტოინდუსტრიაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებს უკავშირებენ, მათ შორის, Tesla -ს დამფუძნებლის მიერ 1.5 მლრდ დოლარის ციფრული მონეტების ყიდვას. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტა კვლავ მაღალი მერყეობით გამოირჩევა, რის გამოც მასში ინვესტირება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g