კიდევ ერთი მაგარი ამბავი რაგბის გულშემატკივრებისთვის: ბორჯღალოსნებმა მორიგი სამაგალითო სპარინგი დაგეგმეს.
საქართველოს ნაკრები 2017 წლის შემოდგომის ტესტმატჩს კარდიფში 6 ერის მონაწილე ქვეყნის წინააღმდეგ გამართავს.
ისტორიაში პირველად ბორჯღალოსნები უელსელებს მილენიუმის სტადიონზე ესტუმრებიან. ამ დროისთვის უელსი მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი მე-12 პოზიციაზეა.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებს ბორჯღალოსნები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში გამართავენ. ქართველი მორაგბეები არგენტინის, კანადისა და აშშ-ის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდებიან.