LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად იყო გრიზმანი: საუკეთესო ფრანგი სხვაგან

43

ანტუან გრიზმანი საზღვარგარეთ მოთამაშე საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (UNFP) პირველად გადასცა პრიზი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს.

ახალ ნომინაციაში მადრიდის ”ატლეტიკოს” თავდამსხმელმა აჯობა ”რეალის” ფორვარდ ქარიმ ბენზემას, ”ვესტ ჰემის” ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს და ”იუვეტუნის” ჰავბეკს პოლ პოგბას.

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა 51 მატჩში 31 გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ”ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები