პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი.
ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის:
-
თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;
-
თანხის მოთხოვნას რემონტისთვის, ან უძრავი ქონების ასაშენებლად;
-
ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას;
-
სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს: შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;
-
სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას;
-
წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვ.
პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც ექნება.
იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე – tbcmortgage.ge