LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში მზის ენერგიაზე მომუშავე სასტუმრო გაიხსნა (ფოტოები)

1440
1

Brim Tbilisi – ასე ჰქვია მზის ენერგიაზე მომუშავე პირველ სასტუმროს, რომელიც დედაქალაქში გაიხსნა. „ბრიმ თბილისი“ ავლაბარში მდებარეობს, ის 4 ვარსკვლავიანია და თანამედროვე სტანდარტების 52 ნომერს მოიცავს.

როგორც Brim Tbilisi-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, სასტუმრო ბუტიკის ტიპისაა.

„ბრიმ თბილისში” თქვენ იხილავთ ურბანული დიზაინის კლასიკურ ელემენტებს და თანამედროვე სილუეტების ფორმის მახასიათებლებს. იდეის ძირითადი ასპექტი არის ბროწეული, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოა და აღორძინებაა. აღსანიშნავია, რომ შენობა და მისი ფორმები ხელით არის მოხატული და პირდაპირი მნიშვნელობით გამოირჩევა“, – წერია სასტუმროს აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ძირითადად ორინეტირებულია მოგზაურებზე, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას.

Brim Tbilisi-ის ზედა სართულზე განთავსებულია რესტორანი, რომლის ტერასაც გადაჰყურებს მთლიანად ქალაქს. ტერსადან ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. აღსანიშნავია, რომ Brim Tbilisi-ის რესტორანში შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული კერძების დაგემოვნება.

ცნობისთვის, სასტუმროს სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რომელთა გამომუშავებული ელექტროენერგია Brim Tbilisi-ის მიერ მოხმარებული ელეტროენერგიის 80%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g