LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ვყვები ამ ისტორიას, მაშინ ჩემი უფროსი შვილი 12 წლის იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თუ არ გაჩუმდები შენ შვილს გავაუპატიურებთ და სახლთან დაგიგდებთო – დავით ოქიტაშვილი

171
BeFunky-collage

პირველად ვყვები ახლა ამ ისტორიას, მაშინ ჩემი უფროსი შვილი 12 წლის იყო, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თუ არ გაჩუმდები შენ შვილს გავაუპატიურებთ და სახლთან დაგიგდებთო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც ოქიტაშვილმა აღნიშნა, მისმა ოჯახმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჯოჯოხეთი გაიარა.

მან საზოგადოებას, ოჯახსა და მის შვილებს ბოდიში მოუხადა, რადგან ოქიტაშვილის თქმით, მისმა ქალიშვილებმა სწორედ ამ გადაცემის ანონსიდან შეიტყვეს ეს ამბავი.

ამავე გადაცემაში, ოქიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ამბის შესახებ მეუღლესთან არ უსაუბრია. მისივე განმარტებით, იმ მიზეზით, რომ  არ შეშინებოდა და ბავშვების ფსიქიკაც არ შერყეულიყო.

„23:00 საათი იყო, სამსახურიდან ვბრუნდებოდი სახლში და ოთხმა ადამიანმა შემათრია ავტოფარეხში. მცემეს, გავითიშე და მერე საერთოდ მიხურეს კარი. გადამარჩინა იმან, რომ ჩემი მეზობელი ამ პერიოდში ასეირნებდა ძაღლს და ნახა, რომ მანქანის ფარები ანთებული მქონდა დარჩენილი და მანქანა ავტოფარეხში არ მყავდა შეყვანილი. შემთხვევით გამოაღო ავტოფარეხის კარი და მიპოვა იქ უგონო მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მერე ჩემს მეუღლესთან ერთად წამიყვანეს საავადმყოფოში და ორი თვე საერთოდ არ მახსოვს როგორ ვიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავი იზოლაციაში სახლში.

ჩვენზე ხორციელდებოდა თვალთვალი, ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ სახლიდან გასულს უკან დასდევდნენ. არ არის ადვილი ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ ამ ისტორიის მოყოლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მე მეზრდება შვილიშვილი, თქვენ შვილები, ბავშვებს ვზრდით ყველანი და არ მინდა იმ საქართველოში იცხოვრონ, რომელ საქართველოშიც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლების გამო შვილების მიმართ“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები