LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება

339
კოვიდ პასპორტი

პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი არეალი. რას ნიშნავს მწვანე პასპორტი. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მინდა, განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ობიექტში, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას.

„ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ასევე გეტყვით, რომ აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღბენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g