„ნოტინჰემისა“ და „ნორვიჩის“ ყოფილი ფორვარდი ჯასტინ ფაშანუ პირველი და ერთადერთი ღიად აღიარებული გეი ფეხბურთელია ბრიტანეთში. მას სიკვდილის შემდეგ დიდების დარბაზში შეიყვანენ.
ცერემონია მანჩესტერში მდებარე ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმში შედგება.
1990 წელს ფაშანუმ პრესას საკუთარი არატრადიცული ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა და პირველი ფეხბურთელი გახდა პროფესიულ ფეხბურთში, რომელიც ასეთ თამამ ნაბიჯზე წავიდა.
1998 წელს ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფაშანუ „ნორვიჩის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს. 1980-82 წლებში ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში 11 მატჩი ითამაშა და 5 გოლიც გაიტანა.