LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრები დარენ არონოფსკის ახალი ფილმიდან, რომელშიც ოსტინ ბატლერი, ზოი კრავიტცი და Bad Bunny მონაწილეობენ

106
hq720

Vanity Fair-მა ქსელში დარენ არონოფსკის ახალი ფილმის – Caught Stealing ექსკლუზიური კადრები გამოაქვეყნა.

ფილმი ჩარლი ჰიუსტონის 2004 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და ყოფილი ბეიბოლის მოთამაშის, ჰენრი ,,ჰენკ” ტომპსონის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 90-იანი წლების ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროში შემთხვევით მას შემდეგ ეხვევა, რაც პანკი მეზობლის კატაზე ზრუნვას თანხმდება. ჰენკს შეცდომით 4 მილიონიან ძარცვასთან კავშირში მყოფ პირად მიიჩნევენ, რის გამოც მას სხვადასხვა ბანდა დასდევს.

კინოსურათში ოსტინ ბატლერი, ზოი კრავიტცი, მეთ სმიტი, რეჯინა კინგი და Bad Bunny მონაწილეობენ.

56 წლის ფილმმეიკერის თქმით, ამ პროექტით სურდა თავისი წინა, ემოციურად ინტენსიური ნამუშევრებისგან, როგორებიცაა: ,,ოცნების რეკვიემი” და ,,შავი გედი” გადახვევა და უფრო მხირაული, ენერგიული და იუმორით სავსე ფილმის შექმნა.

Caught Stealing აღწერილია, როგორც კრიმინალური თრილერი ნოსტალგიის, ქაოსისა და ექსცენტრულობის სინთეზით.

ფილმი ეკრანებზე, 29 აგვისტოს გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები