LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მცდელობა ავარიის შემდეგ – ზევ ეიზენბერგიახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება

61

ზევ ეიზენბერგი, რომელსაც მოტოციკლებით განხორციელებული რამდენიმე მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის, ახალი რეკორდის დამყარებას ეცდება.

პირველი მცდელობა მას 2016 წელს ჰქონდა, რომლიც წარუმატებლად დასრულდა – ეიზენბერგი 376 კმ/სთ სიჩქარეის განვითარებისას ავარიაში მოყვა.

ასეთ სიჩქარეზე მკვეთრად მცირდება ხედვის არე, ამიტომ ფინიშის ზღვარი ვერ შენვნიშნე და სამუხრუჭე მანძილის 300 მეტრი დავკარგე” – ამბობს ეიზენბერგი.

მოტოციკლისტმა სერიოზული დაზიანებები და მრავალი მოტეხილობა მიიღო. მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსის შემდეგ, მოტოციკლის საჭეს მანამდე მიუჯდა, სანამ ნორმალურად სიარულს დაიწყებდა.

ავარიიდან ერთი წლის შემდეგ, ის ძალების აღსადგენად და ახალი ბაიკის გასატესტად ელვინგტონის აეროდრომზე დაბრუნდა.

ამჯერად მოტოციკლისტი 322 კმ/სთ-ს განვითარებას გეგმავს, ერთი წლის შემდეგ კი წინა რეკორდის, 376 კმ/სთ-ს მოხსნას ეცდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები