LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ოქტომბრიდან ტექდათვალიერების მესამე ფაზა ამოქმედდება

93

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინსპექტირება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია.

ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწმობილობა.

ტექნიკური ინსპექტირების გავლა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსებულ ინსპექტირების ცენტრებში. ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მათ მიმართ გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის საინფორმაციო ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტოს სააგენტოში შექმნილია ცხელი ხაზი (1484), რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, უწყების ცნობით, ქოლცენტრი იმუშავებს 29-30 სექტემბერს (შაბათ-კვირას) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები