LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სიტყვიერი კამათი მიზეზი: “დიჯეი მუსიკა შეცვალეო…პოლიციაში დარეკვა არ მიფიქრია”

318
BeFunky-collage (10)

ანა გაბეჩავა, რომლის 18 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზეც დაიწყო კონფლიქტი, “ფორმულას” ეთერში, ყვება, რომ თავდაპირველად კონფლიქტი მხოლოდ სიტყვიერი იყო და მუსიკის შეცვლას ეხებოდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

როგორც იმ ღამის იუბილარი ყვება, მაშინ ჩათვალა, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო.

მისივე თქმით, არ უფიქრია პოლიციაში დარეკვა, რადგან ჩათვალა, რომ მისგან თავისი მეგობრების სამართალდამცველებისთის გადაცემა “არ გამოდიოდა”.

“მინდორში ვეძებეთ, ბიჭო…ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ”- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

“პირველი ჩხუბისას შეიძლება, რაღაც ისეთი მომენტი ყოფილიყო, რომ დალიეს და ნასვამები იყვნენ, გულში ჩაიდეს ალბათ [DJ-ის ეპიზოდი], აგრესია იყო ერთმანეთის მიმართ აშკარად და მერე დალევის შემდეგ გაახსენდათ, ალბათ, და მაგაზე დაიწყეს. მე მართლა არ მქონია მცდელობა დარეკვის, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და წაიყვანონ…

რაღაც ისეთი იყო, რომ ჩემგან არ გამოდიოდა და არც მიფიქრია იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ყველაფერი. რომ მეფიქრა, აუცილებლად დავრეკავდი.

არამგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო. ნაქირავები სახლის ბრალიც არ ყოფილა. ეს უბრალოდ ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების”- განაცხადა გაბეჩავამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა.საუბარია სოციალური ქსელებიდან შესაძლო წაშლილ პოსტებსა თუ მიმოწერაზე.

შეგახსენებთ, დღეს, 18 ივლისს, სოციალური ქსელების შემოწმების მიზნით შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა და 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g