2017 წელს ზუსტად ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია Apple-მა თავისი პირველი iPhone გამოუშვა.
ვიდეობლოგერმა ზაკ ნილსონმა YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პირველი თაობის iPhone-ის ტესტირებას ახდენს. თავდაპირვერლად დევაისი მან ნაკაწრების სიმყარეზე გამოსცადა და გაირკვა, რომ კამერაზე მათი დამჩნევა სირთულეს სრულებით არ წარმოადგენს.
რაც შეეხება გაჯეტის გამძლეობას მთლიანობაში, მეტალის კორპუსის საკმაოდ დიდი სისქის გამო, მისი მოხვრა შეუძლებელი გახდა. ზაკ ნილსონის დასკვნით, მოწყობილობის ერთადერთი მინუსი დაუცველი კამერაა.