LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი, ვინც პოლიტიკოსთაგან სამძიმარი გამოგვიცხადა პირადად და მოვიდა, იყო ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, მას არც ვიცნობდი, მე არ ვიცი მას თუ ახსოვს რა მითხრა, მაგრამ მე თითოეული სიტყვა მახსოვს მისი“ – იზა ომაძე

1239
იზა ომაძე გიორგი გახარიაზე

„პირად ტრაგედიაზე ბოლო დროს ნაკლებს ვსაუბრობ,მაგრამ ვერ შევძელი თავშეკავება. ყოველ წაქცეულ ახალგაზრდაში თუ ადამიანში რომელსაც უმოწყალოდ უსწორდებიან ჩემს შვილს ვხედავ“. – ამის შესახებ იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

იზა ომაძე მისი ოჯახის ტრაგედიას დღეს იხსენებს და წერს, რომ პირველი, ვინც პოლიტიკოსებისგან ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია იყო.

„ვერ შევძელი არ გამოვხმაურებოდი პრემიერ გიორგი გახარიაზე ვერაგულ თავდასხმას.
2021 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას ჩამოვფრინდი საქართველოში დახვრეტილი, ანგელოზივით შვილი, ჩემი ნიკო საყინულეში გარინდული, მაგრამ ბევრ ამ საქმის დამგეგმავ, მომწყობზე მეტყველი დამხვდა, მისმა გაბრწყინებულმა სახემ რაც მითხრა და რა მადლიც მცხო მითი ვსულდგმულობ!

ამოსაწყვეტად იყო გამეტებული ჩემი ოჯახი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, დღემდე ვერ ვუმკლავდებით ტკივილს!

პირველი ვინც პოლიტიკოსთაგან სამძიმარი გამოგვიცხადა პირადად და მოვიდა, იყო ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, მას არც ვიცნობდი, მე არ ვიცი მას თუ ახსოვს რა მითხრა, მაგრამ მე თითოეული სიტყვა მახსოვს მისი!!!


ბატონო გიორგი, თანადგომა რაც ნიკოს, თქვენთვის სრულიად უცნობ ახალგაზრდას გამოუხატეთ სიცოცხლეშიც და იმ ქვეყნად გადასახლებულსაც, თქვენს ოჯახს დაუბრუნდეს სიკეთით…
მხნეობას, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ!
თქვენნაირ პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებმა, შვილებმა, ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა შევქმნათ ქვეყანა გამართული ინსტიტუციებით, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაცული!!!
მადლობა!!!“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g