LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი წამი, როცა შენს თვალებს შევხედე“ – კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი ერთმანეთს ქორწინების 25 წლის იუბილეს ულოცავენ

127
page

56 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იშვიათი საარქივო კადრები და მეუღლეს, მაიკლ დუგლასს ქორწინების 25 წლის იუბილე ემოციური სიტყვებით მიულოცა.

„პირველი წამი, როცა შენს თვალებს შევხედე. 25 წლის წინ ვიდექი საკურთხეველთან ყვავილების სურნელი, სანთლების მკრთალი შუქი, ჰარმონიული გუნდის ხმა და შენ, გზის ბოლოში მდგომი, ასე რომ მიყურებდი, მხოლოდ შენ შეგიძლია ასე, დღესაც… მიყვარხარ, როგორც მაშინ, მადლობა, ჩემო საყვარელო“, – დაწერა კეტრინმა.

მაიკლი ამჯერად უფრო მოკრძალებული მილოცვით შემოიფარგლა.

„ბედნიერი 25-ე საიუბილეო ქორწინების დღე ჩემო ძვირფასო კეტრინ. ვინ იფიქრებდა? მთელი ჩემი სიყვარული ხარ, შენი მაიკლი“, – დაწერა 81 წლის წლის დუგლასმა.

ცნობისთვის,

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებოდნენ. მედიაში გამოქვეყნდა დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ წყვილი ქონებას ყიდდა. მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ასევე ეძებდნენ მყიდველს ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუზისთვის. გასაყიდად ასევე გამოტანილი იყო სახლი მაიორკაზე. ასე რომ, ჭორები მათი განშორების შესახებ საბოლოოდ გაქარწყლდა.

25 წელი ერთად და იუბილე ერთ დღეს – კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი ერთმანეთს დაბადების დღეს ულოცავენ

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი არ დაშორებულეან – წყვილმა ზაფხულის შვებულება ბრიტანეთში გაატარა

სიყვარულით აღსავსე თვალები და 24 წლიანი ქორწინება – 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი წითელ ხალიჩაზე ერთად ბრწყინავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები