ბუდაპეშტში, ბატიანის მოედანზე, ბემის სანაპიროსა და ანჯელო როტას სანაპიროს გასწვრივ “ტისას“ მიერ შედეგების დაკვირვების ღონისძიება უკვე დაიწყო, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური “ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანი – უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება შეიძლება დღეს ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული
არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს.
„ყველას გიწვევთ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მხიარულება მთელი პროცესის განმავლობაში და არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!“- წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა.
