დიდი ბრიტანეთის მკვიდრი ეტელ კეიტერი პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა მას შემდეგ რაც ბრაზილიელი მონაზონი ინა კანაბარო ლუკასი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Telegraph უხუცესთა ბაზის LongeviQuest-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
კეიტერემის ასაკი 115 წელი და 255 დღეა. ის 1909 წელს, მეფე ედუარდ VII ეპოქაში დაიბადა და მის მმართველობასაც მოესწრო. ამჟამად ქალი სურეის საგრაფოში, მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს.
საპატიო ტიტულის მიღებამდე ქალთან ინტერვიუ ჩაწერეს და კითხვაზე, თუ რა იყო მისი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი საიდუმლო, მან უპასუხა: მე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს.“
„არასდროს ვეკამათები არავის, მე ვუსმენ – და ბოლოს მაინც იმას ვშვრები რაც გამიხარდება.“ განაცხადა კეიტერემმა 115 წლის ასაკში.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მონაზონი, რომელიც აქამდე პლანეტის უხუცეს ადამიანად ითვლებოდა 116 წლისა და 326 დღის ასაკში გარდაიცვალა.