მიშელ პლატინი უეფას თავკაცის პოსტს დატოვებს დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე უარის მიღების გამო.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ შეამსუბუქა, მაგრამ არ გააუქმა ფრანგის სასჯელი.
CAS-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პლატინის აპელაცია და ფიფას მიერ დაკისრებული 6-წლიანი აკრძალვა 4 წლამდე შეამცირა. ადვოკატების თქმით, პლატინი ძალიან გაწბილებულია ასეთი გადაწყვეტილებით. უეფას მომდევნო კონგრესზე ფრანგი ჩინოვნიკი დატოვებს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას.
გასულ სექტემბერს შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ საქმე აღძრა ზეპ ბლატერის წინააღმდეგ 2011 წელს მიშელ პლატინისათვის უკანონოდ გადარიცხული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ბრალდებით.
ფიფას ეთიკის საარბიტრაჟო პალატამ ბლატერს და პლატინის ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალა. თებერვალში ფიფას სააპელაციო კომიტეტმა სანქცია შეამსუბუქა და ვადა 6 წლამდე შეამცირა. ახლა კი…