LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში: გრიგოლ გეგელია

104
1601985381-გეგელია

“პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ ადეკვატური პლებისციტი და ადეკვატური რიგგარეშე არჩევნები”,-ამის შესახებ “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ მოლოდინია, რომ ხალხი პლებისციტზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს დაუჭერს.

„ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის სრულ პროცესს და პლებისციტს. ჩვენ ვთვლით, რომ პლებისციტი არის უმაღლესი სინჯის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ვერდიქტი გვაჩვენოს. ეს არის ერთი შესაძლო ვარიანტი, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი არის იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის საღ, სრულყოფილ ფორმატს. პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ ადეკვატური პლებისციტი და ადეკვატური რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ველით, რომ ხალხი მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას 2022 წელს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები