LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოჩეტინო გაუშვეს, მოურინიო მოიყვანეს: ტოტენჰემი ახალ ცხოვრებას იწყებს

83
mourinho-pochettino

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა.
„სამწუხაროდ,ამ სეზონში შიდა არენაზე შედეგები ძალიან არადამაკმაყოფილებელია. გადაყენების გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო, დირექტორთა საბჭოს ის მარტივად და ნაჩქარევად არ მიუღია“, – აღნიშნა „ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ.

პოჩეტინომ ლონდონური კლუბი 2014/15 წლების სეზონის წინ ჩაიბარა. არგენტინელის ხელმძღვანელობით „მამლები“ 4-ჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში.
გასულ ლიგის გათამაშებაში კი „ტოტენჰემი“ საერთოდ ფინალში აღმოჩნდა, სადაც „ლივერპულს“ დაუთმო 0:2.
ამჟამად „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა.

„ტოტენჰემი“ ოფიციალურად ჩაიბარა ჟოზე მოურინიომ.
ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე წერია.

„ჟოზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მას დიდი გამოცდილება აქვს, ის მშვენიერი ტაქტიკოსია. მას ყველგან პატივს სცდემდნენ, სადაც უმუშავია. დარწმუნებული ვართ, ის გასახდელში ენერგიას და რწმენას მოიტანს“, – ესეც დანიელ ლევის სიტყვებია.

„მიხარია შევუერთდე ამხელა მემკვიდრეობის და ასეთი გულშემატკივრების მქონე კლუბს. მე მაინტერესებს მთავარი გუნდიც და აკადემიაც. მოუთმენლად ველი მუშაობას ფეხბურთელებთან“, – ეს უკვე 56 წლის მოურინიოს კომენტარია.

ჟოზე 2018 წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია, რაც „მანჩესტერიდან“ გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები