უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ხუთი პუნქტი დაასახელა, თუ როგორ უნდა უპასუხონ პარტნიორებმა რუსეთის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას.
მიხაილო პოდოლიაკის აზრით, უკრაინის პარტნიორების პასუხი უნდა შეიცავდეს:
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის) გააქტიურებას; HIMARS-ის სისტემებისა და მისი ჭურვების მიწოდების გაორმაგებას; უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებას, რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 300 კილომეტრს შეიძლება აღწევდეს; უკრაინისთვის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებაზე “ტაბუს” მოხსნას და უკრაინელი მებრძოლებისთვის სავარჯიშო ცენტრების გახსნას.
“უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ევროპასაც იცავს. ნუთუ პარტნიორებს ჯერ კიდევ არ ესმით ეს”, – წერს პოდოლიაკი.
ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას – საგარეო საქმეთა მინისტრი