LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: დათმობაზე წასვლა, მაკრონის გარდა, სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც შემოგვთავაზეს

140
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ პუტინისთვის „სახის გადასარჩენად“ არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა შესთავაზა დათმობაზე წასვლა.

„ნებისმიერი დათმობა რუსეთის ფედერაციასთან, ნიშნავს მინსკი-3-ს და შესაბამისად, გადადებულ ომს. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ ეს უნდა გაიგოს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ შეგნებულად არ დავთანხმდებით ამას“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სუვერენიტეტთან დაკავშირებით „გარკვეულ დათმობაზე წასვლა“ შესთავაზა, რათა „პუტინის სახე შეენარჩუნებინა“. ამის შესახებ მან იტალიურ მედიასთან უკრაინულად ისაუბრა, ზელენსკის ამ კომენტარს სხვადასხვა უკრაინული მედია ავრცელებს.

პოდოლიაკი მაკრონის განცხადების შემდეგ: „რუსეთის სახე გადაარჩინო ბუჩას და მარიუპოლის შემდეგ? უცნაური ლოგიკა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g