LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი მაკრონის განცხადების შემდეგ: „რუსეთის სახე გადაარჩინო ბუჩას და მარიუპოლის შემდეგ? უცნაური ლოგიკა…“

118
მიხაილო პოდოლიაკი

„სახე გადაარჩინო ბუჩას და მარიუპოლის შემდეგ? უცნაური ლოგიკა…“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება.

ზელენსკი: მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა

უკრაინული მედიის ცნობით კი, პოდოლიაკმა ასე უპასუხა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მოწოდებას უკრაინის ტერიტორიების მშვიდობიანად გაცვლის შესახებ.

„ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს სურს ომის დასრულება და რუსეთის „სახის გადარჩენა“ ტერიტორიის ნაწილის დათმობით. შეინახეთ სახე ბუჩას და მარიუპოლის შემდეგ? უცნაური ლოგიკაა, მაგრამ თუ ამ პოლიტიკოსებს სურთ თავიანთი ტერიტორიის ნაწილის დათმობა, ეს მათი არჩევანია.“– წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია: მიხაილო პოდოლიაკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები