LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: დონეცკის ან ლუგანსკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება – მთელ რუსულ ფრონტს ჩამოშლის და ქვეყანაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს

70
Untitled design (2)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ლუგანსკისა და დონეცკის გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, ამ რეგიონების დეოკუპაცია დომინოს ეფექტით ჩამოშლის მთელ რუსულ ფრონტს:

„პირველ რიგში, აუცილებელია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რადგან რუსეთი მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეეთან იბრძოლებს.

მეორე მხრივ – ლუგანსკის ან დონეცკის გათავისუფლებას დომინოს ეფექტი ექნება – დაანგრევს რუსულ ფრონტს და რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ეს რეალურია, საჭიროა ნება (იარაღი)“, – აღნიშნულია პოდოლიაკის “ტვიტში“.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g