LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ – მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება

137
1201758268

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მთავარ არხთან ინტერვიუში საქართველოში თანამდებობის პირებს მოუწოდებს ტონი შეცვალონ ან საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება შეამცირონ.

მისივე თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

“ყველამ იცის რაც უკრაინაში ხდება. მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ, და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულები”,- აცხადებს პოდოლიაკი.

[მთავარი არხის თარგმანი]

პოდოლიაკი: „ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები