თამამად შეიძლება ითქვს, რომ მიმდინარე წელი ლეგენდარული პოლ მაკკარტნისთვის წარმატებულია, 78-ე იუბილემდე „ბითლზის“ წევრი გლასტონბერის როკ ფესტივალზე დაუკრავს.
ყველაზე უხუცესი არტისტი - 2020 წლის „გლასტონბერის“ ჰედლაინერი პოლ მაკკარტნი იქნება (ფოტო/ვიოდეო)
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ პოლ მაკკარტნი 2020 წლის 27 ივნისს ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს", - წერენ ღონისძიოების ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე
ასევე, ცოტა ხნის წინ, მუსიკოსმა თავის კოლეგასთან და მეგობართან სერ რინგო სტართან ჯონ ლენონის სიმღერა Grow Old With Me გააცოცხლა.
პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი, ჯონ ლენონის სიმღერას „Grow Old With Me“ გააცოცხლებენ (ვიდეო)
გარდიანის ცნობით, ბითლზის ყოფილი წევრები, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი, ჯონ ლენონის სიმღერას "Grow Old With Me" ჩაწერენ.
ახლა კი მუსიკოსმა საშობაო ალბომი ჩაწრა, ოღონდ მას ჩვენ სამწუხაროდ ვერსასდროს მოვუსმენთ. პოლმა ალბომი თავის ოჯახის წევრებს მიუძღვნა და მხოლოდ ისინი მოუსმენენ ლეგენდარულ მელოდიებს.
შეგახსენებთ, მაკარტნის 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს. მიმდინარე წელს კი მაკკარტნიმ საბავშვო წიგნი Hey, Grandude! გამოუშვა, რომლის შექმნაც მას შვილიშვილებმა შთააგაონეს.