LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ მაკარტნის ,,ბითლზი” ენატრება

skynews-paul-mccartney-beatles_4201959

ამ დღეებში, პოლ მაკარტნიმ BBC Radio Scotland-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ძალიან ენატრება ის დრო, როცა ის ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონთან და რინგო სტართან ერთად გამოდიოდა.

,,შესანიშნავი იქნებოდა ,,ბითლზის” გაერთიანება. ხალხი დღემდე ამბობს, რატომაც არა, მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარასდროს მოხდება”, – აღნიშნა 76 წლის შემსრულებელმა.

 

ინგლისელმა ვარსკვლავმა ასევე თქვა, რომ ის ჯონსა და ჯორჯს ცოცხლებს ხშირად წარმოიდგენს.

,,ყოველთვის ვიხსენებ მათ სცენასა და სტუდიაში და სინანულის გრძნობა მიჩნდება, რადგან ისინი ახლა აქ უნდა იყვნენ” – დასძინა მაკარტნიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ლენონი 1980 წელს მარკ დევიდ ჩეპმენმა მოკლა, ჯორჯ ჰარისონი კი 2001 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები