LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის ქალიშვილმა „ინსტაგრამზე“ მამის უცნობი ვიდეო გაავრცელა

570
20200408-paul-post

ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის, პოლ უოკერის ქალიშვილმა, მიდოუ უოკერმა „ინსტაგრამზე“ მამის უცნობი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში გოგონა მამას სიურპრიზს უწყობს, ოთახში ჩუმად შედის და პოლს დაბადების დღეს ულოცავს.

გოგონა პოლის ერთადერთი შვილია, მისი დედა უოკერის ყოფილი შეყვარებული, რებეკა სოტეროსია. გოგონა 13 წლამდე დედასთან იზრდებოდა, ხოლო 13 წლის შემდეგ ის საცხოვრებლად მამასთან გადავიდა.

მიდოუ მამამისის სახელობის საქველმოქმედო ფონდში მუშაობს, რომელიც ამჯერად, კორონავირუსისგან დაზარალებულებს ეხმარება.

შეგახსებნებთ, პოლ უოკერი 2013 წელს, 40 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

https://www.instagram.com/p/B-sc2HNj0mn/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები