LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის მანქანით არცერთი თანამშრომლის გადაყვანა არ მომხდარა, მათ შორის, არც ჩემი: „ნამოხვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელი

81
მერაბ ლომინაძე

„ნამოხვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, აქციის მონაწილეებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, აბსოლუტურად ყველა საკითხზე საუბარი, შეჯერება აუცილებლად უნდა მოხდეს. მისი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს საქართველო მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ნებისმიერი ვალიდაცია, რომელიც კვლევებს ჩაუტარდება, რაც „ნამოხვანჰესის“ პროექტს საფუძვლად უდევს, ცხადყოფს, რომ ჰესი უსაფრთხო, კაშხალი მდგრადი და აღნიშნული პროექტი აუცილებელია.

„დღეს ვიმყოფებით რიონის ხეობაში, იმ სამშენებლო ობიექტების მოსანახულებლად, რომელიც პროექტის ნაწილია. მოგეხსენებათ, რომ კაშხლის მშენებლობა მორატორიუმის ფარგლებში არ მიმდინარეობს, ხოლო ყველა სხვა ინფრასტრუქტურული წინა მოსამზადებელი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს და დაახლოებით 400-მდე ადამიანი დასაქმებული გახლავთ,“ – განაცხადა ლომინაძემ.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკა სულაძეც დაგვთანხმდება და თავის საყვარელ ადგილს სამშობლოს დაუთმობს: ლომინაძე

ლომინაძის თქმით, იმისთვის, რომ ადგილზე პროვოკაცია არ მოხდეს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება –  თანამშრომელთა მოძრაობა პიკეტების არეალში მინიმუმამდე ყოფილიყო.

„ნამოხვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელის მტკიცებით, არც ერთი თანამშრომლის, მათ შორის, არც მისი პოლიციის მანქანით გადაყვანა  არ მომხდარა.

„ჩვენი ყველა თანამშრომელი, რომელიც დღეს ობიექტებზე  იმყოფება, არის ან ადგილობრივი, ხეობაში მცხოვრები პირი ან არის ჩვენს კემპზე მცხოვრები, “ – დასძინა მერაბ ლომინაძე,

მისი თქმით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ისტორია იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები ხეობაში, გვაქვს არა ერთი ფაქტი, როდესაც სიტუაცია შეხლა-შემოხლის ზღვრამდე იყო მისული. როგორც ლომინაძემ თქვა, ამასთან დაკავშირებით კომპანიამ ყველა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სახალხო დამცველს გადასცა და იმედოვნებს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„როცა დავინახეთ სიტუაციის ესკალაცია, პრევენციის მიზნით,  ყველა შესაბამის ორგანოს მივმართეთ, რომ მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ, რასაც ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს თანამშრომლებზე.

რასაკვირველია, ჩვენ ვიზიარებთ იმ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რომელიც ჩვენ გვაკისრია და სწორედ, ეს გახდა მიზეზი თუ რატომ მოხდა ჩვენი მხრიდან სამუშაოების მინიმიზაცია”, – აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

 

პროექტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან უშუალოდ ჰესის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ იმ დასკვნებზე დაყრდნობით, რომელიც არსებობს, კომპანია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ვალიდაცია, რომელიც იმ კვლევებს ჩაუტარდება, რომელიც ამ პროექტს საფუძვლად უდევს, კიდევ ერთხელ ყველანი დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჰესი არის უსაფრთხო, კაშხალი არის მდგრადი და ეს პროექტი არის აუცილებელი.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ დასაკარგი დრო მე მგონი საქართველოში არავის არ გვაქვს,“ – დასძინა მან.

როგორც მერაბ ლომინაძემ თქვა, სივრცე დიალოგისთვის ყოველთვის არსებობს და იგი მოხარულია, რომ რამდენიმე უკანასკნელ კომენტარში და ლაივში  აქციის ლიდერების მხრიდან მზაობა დაინახა, რომ დისკუსიაში და დიალოგში ჩაერთონ.

„დიახ, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებოდა, თუმცა ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ვართ დაინტერესებული იმისათვის, რომ დიალოგი დაიწყოს და კითხვების საჭიროება თუ დადგება, ერთად დავსვათ.

ვითარების დაძაბვა და ესკალაცია ნამდვილად უშლის ხელს ნორმალიზაციას, ნამდვილად უშლის ხელს ნებისმიერ დიალოგს და მე სწორედ ამიტომ მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა მხარეს, რომ თავისი ძალისხმევა მაქსიმალურად მიმართოს იმისკენ, რომ მოხდეს არსებული ვითარების დეესკალაცია. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ყველა მივალთ შეთანხმებამდე და პროექტს ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძობთ“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

საკუთარ ქვეყანაში საზღვარს გვიწესებენ და გვეუბნებიან, თუ ამ საზღვარს გადაკვეთთ, დაგიჭერთ: ვარლამ გოლეთიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g