LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკაზე სასაუბროდ არ მივდივარ“ – ხოშტარია დღეს აქციებზე დაკავებულ პირებს მოინახულებს

119
xoshtaria

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია დღეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს.

ხოშტარია ამბობს, რომ საპატიმროში პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ არ მიდის.

„არანაირი მესიჯები არ მექნება. მე იქ არ მივდივარ, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არ მივდივარ პოლიტიკაზე სასაუბროდ. იქ არიან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანები. იქ არ არის პარტაქტივი. უბრალოდ, როგორც პარლამენტარს, რომელსაც მაქვს საშუალება, შევიდე ციხეში, რა თქმა უნდა მოვიკითხავ, გავარკვევ, რა აწუხებთ”- აცხადებს ხოშტარია

შსს-მ 20 ივნისის აქციის კიდევ 3 მონაწილე დააკავა - ვიდეოში ჩანს რას ედავებიან დაკავებულებს

შსს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს.

დეპუტატის თქმით, სურს მოინახულოს დაკავებული პირები და მათი მდგომარეობა მოიკითხოს.

“არაერთი მათგანის ოჯახის წევრებს დავუკავშირდი. ეს არის უბრალოდ ყურადღება და არაერთხელ გავაკეთებ ამას, სანამ ისინი იქ იქნებიან, რადგან ამ ადამიანებს დღეს სჭირდებათ გვერდზე დგომა. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეს არის მათი გვერდზე დგომის ერთ-ერთი ფორმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

1 თვე მომხდარიდან: მაპატიეთ მძიმე კადრებისთვის, ასე უფრო გაგახსენდებათ რა მოხდა [ვიდეო]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g