LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკისგან და პოლიტიკური პარტიებისგან ყოველთვის შორს ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები, ეს პოლიტიკა არ არის, როცა აშკარა უბედურებაზე აკეთებ რეაგირებას“ – რას წერს ლადო ბურდული

214
ლადო ბურდული

მე პოლიტიკისგან და პოლიტიკური პარტიებისგან ყოველთვის შორს ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები.

ეს პოლიტიკა არ არის, როცა აშკარა უბედურებაზე აკეთებ რეაგირება

მომღერალი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც მუსიკოსი წერს, ის პოლიტიკური პარტიებისგან ყოველთვის შორს იყო, თუმცა, მისი სიტყვებით, როდესაც „აშკარა უბედურებაზე რეაგირებას ახდენ და ბედნიერებას ირჩევ, ეს პოლიტიკა არ არის“.

„კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და ხაზი გაუსვა, რომ მე პოლიტიკისგან და პოლიტიკური პარტიებისგან ყოველთვის შორს ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები.

ეს პოლიტიკა არ არის, როცა აშკარა უბედურებაზე აკეთებ რეაგირებას და ირჩევ ბედნიერებას, დაუფარავ შიზოფრენიკ და სადისტ პუტინის ნაცვლად კი ცივილიზებულ დასავლეთს. და ვინც ამას ასე ვერ ხედავთ, ნამდვილად დიდი უბედურებაა ეს თქვენი მენტალური. და ვერც მე ვერ გამოვდგები თქვენს ფსიქოთერაპევტად.

იყო დრო, ამას უანგაროდ ვაკეთებდი და თაობები გადავარჩინე თქვენ მიერ ბევრჯერ შექმნილი ჩვენს ქვეყანაში უბედურებებისგან და ჯოჯოხეთისგან ათწლეულების მანძილზე, ასე რომ, ამას მე როგორც მოქალაქე, ადამიანი და პიროვნება ბოლომდე შევებრძოლები და ამის განმეორებას მეორედ აღარ დაუშვებ.

სულ მე ვიმარჯვებდი და ჩემი გზა რჩებოდა ერთადერთი ჭეშმარიტი და სულ ვგრძნობდი უფლის გვერდში დგომას, როცა მარტო გებრძოდით ათწლეულები ცივილიზაციის სახელით და სიყვარულის დროშით. უფალს დიდება, მე გამარჯვება“, – წერს ლადო ბურდული სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და ხაზი გაუსვა რომ მე პოლიტიკისგან და პოლიტიკური პარტიებისგან ყოველთვის შორს ვიდექი…

Posted by Lado Burduli on კვირა, 29 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g