პოლიტიკოს ლევან იოსელიანის შვილი, კონსტანტინე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, სწავლას კი ერთ-ერთ მათგანში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ-ქართული აკადემია ავრცელებს:
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლე კონსტანტინე იოსელიანი ესპანეთში, IE University-ში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაფინანსებით დაიწყებს სწავლას.
კონსტანტინე ევროპისა და აშშ-ის სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაირიცხა, Მათ შორის:
Purdue university, USA
Saint Louis University, Spain
Franklin and Marshall College, USA“.
შვილის წარმატების შესახებ სტატუსს აქვეყნებს თავად ლევან იოსელიანიც:
„იმ რამდენიმე ათასი აბიტურიენტის მსგავსად, ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა.
კოტე სექტემბრიდან სწავლას ესპანეთში IE University-ში გააგრძელებს. ვულოცავ მას და ყველა ახალბედა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. ყველას წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებ.
და აუცილებლად მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შვილის პირველ დამოუკიდებელ მიღწევაში…“